суббота, 18 мая 2019 г.

სამოდელო გაკვეთილი პირველ კლასში


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი : ცირა კახაძე
ელფოსტა: cira.kaxadze@gmail.com
თარიღი: 16.05.2019 წელი.
საგანი:  ბუნება
სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი /1-ლი კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა:  5
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები: ასეთი მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის ტიპი:  ინტეგრირებული / ბუნება, ქართული.
გაკვეთილის თემა: შინაური და გარეული ცხოველები.
გეკვეთილის მიზანი:
ü  შეძლოს შინაური და გარეული ცხოველების დასახელება და ამოცნობა; მათი ერთმანეთისგან გარჩევა გარკვეული ნიშან-თვისებების მიხედვით (საცხოვრებელი გარემო, ქცევა, ხმა).

ü  მოსწავლე შეძლოს საგნების დაჯგუფება სხავადასხვა ნიშნის მიხედვით;
ü  შეძლოს ფრაგმენტებისგან  მთლიანი ცხოველების  მოდელის აწყობა და მათი ხმოვანების გახმოვანება;
ü  მოსწავლემ შეძლოს ნაცნობ თემაზე/საკითხზე მოცემული სიტყვებისგან წინადადებების შედგენა და დაწერა;




ესგ-ს სანდარტით მისაღწევი შედეგები:
ბუნ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშან-
თვისებების მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აღწერს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ცხოველს სხეულის ნაწილების (მაგ., თავი,
კიდურები, კუდი, ყურები, ნისკარტი, ფრთები, ხორთუმი) მიხედვით;

• აწყობს ფრაგმენტებისგან მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის მთლიანი სხეულის
მოდელს;
• აჯგუფებს ცოცხალ სხეულებს მცენარეებად და ცხოველებად, ასაბუთებს საკუთარ
გადაწყვეტილებას;
• მსჯელობს ადამიანისთვის ცხოველებისა და მცენარეების მნიშვნელობაზე (მაგ.,
მცენარეების სხვადასხვა ნაწილის გამოყენება საკვებად, საშენ მასალად, გარემოს
გასალამაზებლად; ცხოველებისა და ადამიანების მეგობრობა; საკვები პროდუქტები,
რომლებსაც გვაძლევენ ცხოველები);
• აყალიბებს კითხვას სხვადასხვა გარემოში მობინადრე მცენარეების/ცხოველების
შესადარებლად. ეძებს პასუხებს: აკვირდება და ადარებს ან/და ცხოველს (მაგ., ჭიაყელა, ლოკოკინა, პეპელა, ჭიამაია);
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ  უნდა შეძლოს სტანდარტით   განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის   ტექსტების წაკითხვა და გაგებაგააზრება; ტექსტში ვერბალური     და არავერბალური ფორმით      მოწოდებული ინფორმაციის (მაგ.,  ილუსტრაციისა და ტექსტის)    ურთიერთადაკავშირება.   
ქართ. დაწყ. (I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს მოდელს, მითითებებს/საყრდენებს (ტექსტების შედგენისა და სათანადოდ გაფორმების
მიზნით);
• სიტყვის დაწერამდე ჩუმი ხმით წარმოთქვამს მას (დასაწერ სიტყვას);
• ხმადაბლა, დამარცვლით გადაიკითხავს ნაწერს შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების მიზნით.
დავალებათა/აქტივობათა ნიმუშები:
• სიტყვების/წინადადებების გადაწერა (წიგნიდან, დაფიდან);
• მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით მარტივი წინადადებების შედგენა;
• მარტივი სახის მცირე ზომის პრაგმატული ტექსტების (მისალოცი/მოსაწვევი ბარათის, წერილის,
• არეული რიგით მოწოდებული სიტყვებისგან წინადადების/მცირე ზომის პრაგმატული ტექსტის
შედგენა .

აქტივობის და მიზნის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო წთ.
1
კლასის ორგანიზება
ვერბალური
მთელი კლასი
კლასი, განლაგება.
1 წთ
2
მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემისა და  მიზნის გაცნობა.შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
ვერბალური
მთელი კლასი
გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკები,
2 წთ
3
აქტივობა
კლასის გამოწვევა. თამაში- ვიცნობ გარეული ცხოველებს.
აქტივობის მიზანი: ფრაგმენტებისგან  მთლიანი ცხოველების  მოდელის აწყობა
 ახსნილი მასალის, კიდევ ერთხელ შემოწმება.  ახალი მასალის ფაზაზე გადასვლა, გააქტიურება, ინტერესის გაზრდა.
მეთოდის  აღწერა:  მოსწავლეებს ურიგდებათ ნადირთა სურათები, ამობეჭდილი A 4 ფორმატის ფურცლებზე  დაჭრილ მდგომარეობაში და ევალებათ აწყობა და გამოცნობა, თუ რომელი ცხოველია. მოსწავლეებს უაქტიურდებათ წინარე ცოდნა,აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.
ვერბალური კომუნიკაცია.
ინდივიდუალური

4 წთ
4
საშინაო დავალების შემოწმება:
ვამოწმებ დავალებას ხმამაღლა და ინდივიდუალურად.
აქტივობის მიზანი: ვამოწმებ  მოსწავლეს რამდენად აქვს კვლევის, ძიების უნარი განვითარებული?
ვერბალური კომუნიკაცია
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო,საშინაო დავალების რვეულები, შეფასების ინსტრუმენტები
2  წთ
5
გაკვეთილის გამოკითხვა.
აქტივობის მიზანი:ვამოწმებ რამდენად აითვისეს შესწავლილი მასალა;
მეთოდის აღწერა:ვუსვამ ფრონტალურ კითხვებს გაკვეთილის ირგვლივ:
1.რა არის ნადირი?
 2.რითი არიან დაფარული ცხოველები?
3.რით იკვებებიან მტაცებელი ცხოველები?




ვერბალური კომუნიკაცია
ინდივიდუალური, გუნდური
სახელმძღვანელო
3 წთ
6
ახალი მასალის ახსნა: გარეული და შინაური ცხოველები.
აქტივობის მიზანი: მოსწავლე ეცნობა ახალ მასალას და ამდიდრებს ცნობიერებას.
მეთოდის აღწერა: ვხსნი ახალ გაკვეთილს, გარეულ და შინაურ ცხოველებზე.
აქტიური მოსმენა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო,თვალსაჩინოება,
4 წთ
7
აქტივობა:
დავუკავშიროთ შინაური და გარეული ცხოველები შესაბამის სიტყვებთან.

აქტივობის მიზანი:  შეუძლიათ შინაური და გარეული ცხოველების გარჩევა. აკავშირებენ ხაზებით  სწორად.

მეთოდის აღწერა:მოსწავლეები ჯგუფურად  ასრულებენ დავალებას. ისინი აკავშირებენ სწორად შესაბამის სიტყვებთან.


პრაქტიკული სამუშაო
ჯგუფური

თაბახის ფურცლები, სამუშაო მასალა.

3 წთ
8
აქტივობა
დიდაქტიკური თამაში - ცხოველთა ხმების გახმოვანება და მათი საბინადროების მიხედვით დალაგება.
ვიდეო შინაურ და გარეულ ცხოველებზე.

აქტივობის მიზანი: მათ შეუძლიათ მიმბაძველობა და იმიტაციის ჩვევების უნარის გამომუშავება, საბინადროების გარჩევა.
აქტივობის არწერა: მოსწავლეები ირჩევენ ბარათებიდან ცხოველების სახელებს და ახმოვანებენ, ბაძავენ აღნიშნულ ცხოველს, შემდეგ გარბიან და დგებიან იქ სადაც მათი საბინადროა. სოფელი და ტყე.
ვერბალური კომუნიკაცია
მთელი კლასი, ინდივიდუალური
მოსწავლეები

 2 წთ
9
აქტივობა
კავშირი ქართულ ენასთან- მარცვლებით სიტყვების აწყობა(ცხოველთა სახელების) და შესაბამის სურათებთან დაწებება

მიზანი: ეს აქტივობა  უვითარებს ანალიზის და სინთეზის, გამთლიანების, თანმიმდევრობის,ლოგიკურ  და კრიტიკულ აზროვნებას.

მარცვლების სწორად დალაგებით, შეუძლიათ სიტყვის გამთლიანება.
ვერბალური კომუნიკაცია
ჯგუფური
ფლიფცარტი, ფერადი ფურცლები
4 წთ
10
საშინაო დავალება: სამუშაო რვეულში გვ.64. მოიფიქრონ და  დააკავშირონ ხაზებით, ცხოველთა ხმები.                                                                   
მიზანი: დავალების აღწერა:
ü  მოსწავლეს აქვს უნარი სწორად დაუკავშიროს ცხოველი თავის ხმას, რასაც ის გამოსცემს.
ü  უვითარდებათ:           თვითმართვის, კვლევის, სააზროვნო და პრობლემის გადაჭრის უნარები.


ვერბალური
მთელი კლასი
სახელმძრვანელო,
5  წთ
11
ქტივობა: წინადადების დალაგება/ ქართულ ენასთან კავშირი.
მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით მარტივი წინადადებების შედგენა
აქტივობის მიზანი: უვითარდებათ:  კომუნიკაციის          თვითმართვის, კვლევის, სააზროვნო და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების  უნარები.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს მასწავლებელი აწვდის სიტყვებს, მათ უნდა შეძლონ წინადადების აწყობა.
ვერბალური
ინდივიდუალური, მთელი კლასი
შეფასების ინსტრუმენტები, შეფასების რუბრიკები.
3 წთ
12
შეფასება
განმავითარებელი.
ვერბალური
ინდივიდუალურად ვუკეთებ შეფასების კომენტარებს თითოეულ მოსწავლეს.
მთელი კლასი.მასწავლებელი
2 წთ
13
დამატებითი აქტივობა
მოსმენა
მთელი კლასი



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
გაკვეთილის  ბოლოს მოსწავლე  შეძლებს:
v  შეძლებს შინაური და გარეული ცხოველების დასახელებას და ამოცნობას; მათ ერთმანეთისგან გარჩევას გარკვეული ნიშან-თვისებების მიხედვით (საცხოვრებელი გარემო, ქცევა, ხმა).
v  მოსწავლემ შეძლეს საგნების დაჯგუფებას სხავადასხვა ნიშნის მიხედვით;
v  შეძლებს ფრაგმენტებისგან  მთლიანი ცხოველების  მოდელის აწყობას და მათი ხმოვანების გახმოვანებას;
v  მოსწავლე შეძლებს ნაცნობ თემაზე/საკითხზე მოცემული სიტყვებისგან წინადადებების შედგენას და დაწერა- დალაგებას;

                                                                    


                                                      შეფასება:
ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბრიკა:
პასუხი დააფიქსირეთ -X

კრიტერიუმები
კი
არა
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში



ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს



ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი



ვიზიარებდი ჯგუფელის აზრს



დაცული იყო დროის ლიმიტი




გაკვეთილზე გამოყენებული ბიბლიოგრაფიის შესახებ: youtube -ს გან ვიდეო-გარეული და შინაური ცხოველების შესახებ
  shemetsneba.ge,
 ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი: http://ncp.ge/ge/home?1=1
ციფრული რესურსების პორტალი: http://www.ict.tpdc.ge/
seaworld.org/animals/sounds/
ქართული_1_(მასწავლებლის_წიგნი).pdf    ბუნება- მეთოდური. pdf
                                                     ხელმოწერა:  ცირა კახაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий