შიდა დაკვირვების
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის რეფლექსია
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ცირა კახაძე.
2017 წლის 14 ივნისს ჩავატარე
შიდა დაკვირვების სტანდარტული გაკვეთილი მესამე კლასში ბუნების საგანში თემაზე ,,გარემოს
დანაგვიანება“
1.მოსწავლეებმაგააცნობიერონ,
რომ გარემოს დანაგვიანება გლობალური პრობლემაა და შეძლონ კოლაჟის შექმნა თავიანთი
პოზიციის გამოსახატავად;
მოსწავლეებმა შეძლონ გარემოს
დანაგვიანების ზოგიერთი მძიმე შედეგის აღწერა და დანაგვიანებული გარემოსთვის გამაფრთხილებელი
პირობითი ნიშნების ცნობა.
2.მოსწავლეები აცნობიერებენ სრულად
და უმაღლდებათ თვითშეგნება იმის, რომ მომავალში არა მარტო მათ არამედ სხვასაც მოუწოდონ
და იქცნენ გარემოს მცველებად, რაც გამოიხატება სლოგანებით, აქციებითა და აქტიური
ჩართულობით.
3.ჯგუფური მეცადინეობისას მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებლობას,ავტონომიას,აქტიურობას,უვითარდება
ინტელექტის დონე.
|
გაკვეთილის მიზანი იყო:
1.გაკვეთილი დავგეგმე ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით.გაკვეთილი თავიდანვე
წარიმართა გეგმის მიხედვით, თუმცა შეიქმნა
გეგმის მოდიფიცირების აუცილებლობა, რაც გამოიწვია გამოსაკითხი მასალის საინტერესოდ
წარმართვამ.გაკვეთილი გამოიკითხა ჯგუფებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში.მოსწავლეები
სვამდენ კითხვებს, რომლებიც გადიოდა მაღალ სააზროვნო უნარებზე.
ა) მოსწავლეებმა ჩემი გეგმით
განსაზღვრულ ყველა შედეგს მიაღწიეს.განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი კოლაჟის შექმნით,
რამაც მოსწავლეებში აამაღლა თვითშეგნების დონე და თვალნათლივ დაანახა თუ რაოდენ ცუდი
სანახავია დანაგვიანებული გარემო და რა ზიანის
მოყენება შეუძლია მას.
ბ) მოსწავლეები აქტიურად იყვნენ
ჩართული სლოგანების შექმნაში,პირობითი ნიშნების სწორად გაგება -გაანალიზებასა და დალაგებაში,
რაც აქტიურ სწავლებაზე მიგვითითებს.ასევე ჯგუფური
თუ ინდივიდუალური მეცადინეობისას მიღებული ცოდნა აისახა მათ პროდუქტიულ ინტერაქციაზე.
გაკვეთილი მიმდინარეობდა აბსოლიტურად
დინამიურად და ხალისიანად.მოსწავლეები აქტიურები იყვნენ მთელი გაკვეთილის განმავლობაში,
მუშაობდნენ დამოუკიდებლად და თავი გაართვეს დავალებების შესრულებას, უმეტესად იცავდნენ
გაკვეთილზე მუშაობის წესებს , თუმცა ჯგუფური მუშაობის დროს მაინც მომიწია შემეხსენებინა
წესები. მეტ-ნაკლებად შევძელი ყველა დაგეგმილი აქტივობის გამოყენება და დროის ლიმიტის
დაცვა. სასწავლო რესურსები მიზნობრივად იყო
შერჩეული და ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო. ვცდილობდი უყურადღებოდ არ დამეტოვებინა
მოსწავლეთა მიერ ლაპარაკის დროს დაშვებული
შეცდომები და შეძლებისდაგვარად ვუსწორებდი.
3. გაკვეთილი იყო დაგეგმილი
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების მიხედვით, რაც აბსოლიტურად დაცული იყო.გაკვეთილზე მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და მათი ნამუშევრებიდან
გამოჩნდა ის რომ, მათ შეუძლიათ და აცნობიერებენ, როგორ უნდა
დაიცვან გარემო დანაგვიანებისგან, რა ზიანის მიყენება შეუძლია ამ პრობლემას მთელი
მსოფლიოსთვის და რომ ეს პრობლემა გლობალურია.მოსწავლეების მიერ შესრულებულ ნამუშევრებში
ჩანს, რომ ისინი გავიდნენ ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო უნარებზე.განუვითარდათ
გაგება-გააზრების,ანალიზისა და სინთეზის, ლოგიკური აზროვნებისა და მეტაკოგნიციის
უნარები. აქვე გამახვილებული მქონდა ყურადღება ჯგუფური მუშაობის მთავარ მახასითებლებზე.
ამ დროს მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებლობას,ავტონომიას,აქტიურობას, უვითარდება ინტელექტის
დონე, იზრდება ურთიერთ საწვლების ხარისხი.
4. გაკვეთილის მიმდინარეობისას
ზოგადად ვიყენებ მრავალფეროვან სტრატეგიებს, რაც მოსწავლეებში მაღლებს ჩართულობასა
და მოტივაციას. რაც შეეხება გაკვეთილის დასაწყის, მოსწავლეები გამოვიწვიე სახალისო
და სააზროვნო დავალებით.მოსწავლეები ისხდნენ ჯგუფებში, თითოელ ჯგუფს ჩავუგდე ფერადი
სტიკერებით შექმნილი ბურთი, თითოეულზე ეწერა სიტყვები და უნდა შეედგინათ წინადადებები.
ამ თამაშმა ძალიან მხიარულად და შემეცნებითად ჩაიარა.მოსწავლეები ყველა ჩემს მიერ დაგეგმილ
აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.რა სტრატეგიაც მე ავირჩიე ვფიქრობ მოვახდინე მათი ცოდნის კონსტრუირება. მაგალითად კოლაჟის შექმნა
-დანაგვიანებული დედამიწა, სლოგანების შექმნა დედამიწის გადასარჩენად, ამკრძალავი პირობითი
ნიშნები.ეს ის აქტივობები იყო რაც, ვფიქრობ მოსწავლეების მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება
და სხვასაც აქტიურად მოუწოდებენ, რათა გაუფრთხილდნენ დედამიწას მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.გაკვეთილზე
გამოყენებული აქტივობები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ჩემი დასახული მიზნის მისაღწევად.
5. რაც შეეხება ჩემს სამოქმედო
გეგმას, გაკვეთილის მსვლელობის დროს მოხდა გეგმის მოდიფიცირება, რაც გამოიწვია გამოსაკითხი
მასალის დროს გადახარჯულმა დროის ლიმიტმა. მოსწავლეებს ვთხოვე კითხვა-პასუხის რეჟიმში
მოეყოლათ გამოსაკითხი მასალა.ამ დროს მე ვაკვირდები კითხვის დასმის ტექნიკას,მაინტერესებს
მოსწავლეები როგორ მიდიან მარტივიდან რთულისკენ და როგორ უვითარდებათ მაღალი სააზროვნ უნარები.ეს ჩემი მთავარი სტრატეგიაა. ჯგუფების მიერ ერთმანეთისადმი დასმული კითხვები და პასუხები იმდენად საინტერესოდ
წარიმართა, რომ ვეღარ გავაკონტროლე დრო, რამაც
გამოიწვია ერთერთი აქტივობის ამოვარდნა.ეს აქტივობა იყო ,,საშიშროებათა დრაკონი“.ამ
აქტივობით მინდოდა კიდევ ერთხელ შემემოწმებინა მოსწავლეების მიერ ამ გაკვეთილიდან მიღებული
ცოდნა, თუმცა მთლიანად მაინც შეივსო გაკვეთილი და ვფიქრობ მიზანს მიაღწია.
6. ამ გაკვეთილის ხელმეორედ
ჩატარებისას აუცილებლად მკაცრად გავაკონროლებდი გაკვეთილის გეგმაში გაწერილ დროს,მოსწავლეებს
კიდევ ერთხელ მივცემდი ზუსტ რეკომენდაციებს გაკვეთილის მიმდინარეობის შესახებ. მიუხედავად
იმისა, რომ კითხვა-პასუხის დროს გამოვიყენეთ
თითქმის ყველა დონის სააზროვნო შეკითხვა, მაგრამ მაინც დრო რომ გამეკონტროლებინა
თავიდანვე, ახსნილი მასალის შეჯამებისას მექნებოდა საშუალება, მიმეცა სამუშაო ,,რა
ვიცოდი, რა გავიგე ,რის გაგება მაინტერესებს“,
რითაც შემდგომში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდი ახსნილი მასალისა და არსებული პრობლემის
მოსწავლეების მიერ ათვისების სიცხადეში.რაც შეეხება საკლასო გარემოს ჩვენი სკოლის შესაბამისად
კარგი გარემო სუფევდა კლასში, მერხები განლაგებული იყოჯგუფები დაბალანსებული იყვნენ,
როგორც მათი შესაძლებლობებისა, ასევე მათი მსოფლმედველობიდან გამომდინარე. ზემოთაც ავღნიშნე
და ახლაც ვიტყვი, რომ ინსტრუქციებს უფრო მკაფიოდ
შევიმუშავებდი.
რაც შეეხება რესურსებს, გამოყენებული
მქონდა: კომპიუტეი,პროექტორი, პროექტორის დაფა,დამატებით სახელმძღვანელო ენციკლოპედია
,,ცოდნის სამყარო“საიდანაც გავმარტეთ ზოგიერთი სიტყვა და გავეცანით დამატებით ინფორმაციებს,დაფა,ცარცი,
ფლიტჩარტები,ჩიპი, ჩვენს მიერ შექმნილი პლაკატები სხვადასხვა აქტივობისთვის, საჭირო
ნივთები კოლაჟისთვის და ასე შემდეგ. მქონდა პრეზენტაცია ,,სუფთა და დანაგვიანებული
გარემო“,.პრეზენტაციის ბოლოს მქონდა მითითებული გამოყენებული ბიბლიოგრაფია და ინტერნეტწაყაროები,
საიტები.
მოსწავლეთა შეფასებისა და თვითშეფასებისთვის, ჯგუფური
მუშაობის თვითშეფასებისთვის მქონდა შექმნილი
რუბრიკები, რაც იყო გამჭვირვალე, სანდო,ვალიდური და ობიექტური. სისტემატიურად ვამოწმებდი
და ვაკეთებდი უკუკავშირს როგორც გაკვეთილის
მიმდინარებისას, ასევე გაკვეთილის ბოლოს. თუმცა
ჩემი განმავითარებელი შეფასება არ იყო სრულყოფილი, შეიძლებოდა ზუსტი რეკომენდაციების
მიცემა, რაშიც ისევ დრომ იმოქმედა.
მომავალში გაკვეთილის დაგეგმვის
და ჩატარების დროს აუცილებლად გავითვალისწინებ
მოსწავლეების. კოლეგებისა და საკუთარ უკუკავშირს.
მე, როგორც მასწავლებელი მუდმივად ვცდილობ კლასში
შევქმნა ისეთი გარემო, სადაც იქნება პატივისცემა,სხვისი აზრის დაფასება და ურთიერთგაგება. გაკვეთილის მსვლელობისას ვცდილობდი
შესაბამისი მომენტის შემთხვევაში გამემდიდრებინა მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი, ჩემსა და მოსწავლეებს შორის იყო
მუდმივი ეფექტური კომუნიკაცია მიმიკებითა და ჟესტიკულაციებით, რაც მეხმარებოდა კლასის
უკეთ მართვაში.
გაკვეთილმა მიზანს მიაღწია.
Комментариев нет:
Отправить комментарий