სამოდელო გაკვეთილები

ონლაინ რესურსი
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი : ცირა კახაძე
პირადი ნომერი: 
საგანი:  ბუნება
სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი/მე-5
მოსწავლეთა რაოდენობა:  10
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები: ასეთი მოსწავლე არ არის
გაკვეთილის ტიპი:  ინოვაციური
გაკვეთილის თემა:  გამაფრთხილებელი შეფერილობა
გეკვეთილის მიზანი: მოსწავლე გაიგოს, ორგანიზმის გამაფხილებელი შეფერილობის მნიშვნელობა და გააანალიზოს;შექმნას  და გამოიყენოს  მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციო მოდელები; ელექტრონული რესურსის საშუალებით დააკავშიროს  ორგანიზმების გარეგნულ ნიშან-თვისებებ საბინადრო გარემოსთან და დაასაბუთს მათ მნიშვნელობა გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით.



ესგ-ს სანდარტით მისაღწევი შედეგები:
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.V.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის შეგუებულობების მნიშვნელობაზე მსჯელობა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: • აკვირდება და აღწერს მცენარეებისა და ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ფოთლის ზედაპირის ფართობი,  ყვავილის აგებულება, შეფერილობა, თესლის გავრცელების სამარჯვები, ცხიმის მარაგი, საფარველი), რომლებიც ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებაში; • აკავშირებს ორგანიზმების გარეგნულ ნიშან-თვისებებს საბინადრო გარემოსთან და ასაბუთებს მათ მნიშვნელობას გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით. ამოიცნობს სხვადასხვა ცხოველის სხეულის ერთი და იმავე დანიშნულების ნაწილებს  და მსჯელობს მათ როლზე გარემოსთან შეგუების ან ცხოვრების ნირის თვალსაზრისით; • აღწერს ცხოველთა ქცევას (მაგ., მიგრაცია, ჯოგებად გაერთიანება, ოჯახებად ცხოვრება, შთამომავლობაზე ზრუნვა, სოციალური ურთიერთობები მწერებში, ზამთრის ძილი) და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში; • ქმნის და იყენებს მოდელებს მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციოდ;



აქტივობის და მიზნის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო წთ.
1
კლასის ორგანიზება
ვერბალური
მთელი კლასი
საკლასო ჟურნალი
1 წთ
2
მოსწავლეებისთვისგაკვეტილის თემისა და  მიზნის გაცნობა.შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
ვერბალური
მთელი კლასი
გაკვეთილის გეგმა, სეფასების რუბრიკები, პრეზენტაცია
2 წთ
3
აქტივობა
შესასვლელი ბილეთები
აქტივობის მიზანი: (შესავალი ბილეთები) ახსნილი მასალის, კიდევ ერთხელ შემოწმება.  ახალი მასალის ფაზაზე გადასვლა, გააქტიურება, ინტერესის გაზრდა.
მეთოდის  აღწერა:  მოსწავლეებს ურიგდებათ  შესასვლელი ბარათები.მოსწავლეებს უაქტიურდებათ წინარე ცოდნა,აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.
ვერბალური
ინდივიდუალური
A 4 ფორმატის ფურცლებზე ამობეჭდილი შესასვლელი ბილეთები
4 წთ
4
საშინაო დავალების შემოწმება:
ვამოწმებ დავალებას ხმამაღლა და ინდივიდუალურად.
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შექმნას  და გამოიყენოს  მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციო მოდელები;
ვერბალური კომუნიკაცია
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო,საშინაო დავალების რვეულები, შეფასების ინსტრუმენტები/
2  წთ
5
გაკვეთილის გამოკითხვა.
აქტივობის მიზანი:ვამოწმებ რამდენად აითვისეს შესწავლილი მასალა;
აქვე განვლილი მასალის გახსენება.
მეთოდის აღწერა:ვუსვამ ფრონტალურ კითხვებს გაკვეთილის ირგვლივ:1.როგორ ეგუება ორგანიზმი თავის საარსებო გარემოს?
1.       რა არის მფარველობითი შეფერილობა?
2.       რა არის დემონსტრაციული შეფერილობა?

4.დანაწევრებითი შეფერილობა ძირითადათ რომელ ცხოველებში გვხდება?

ვერბალური კომუნიკაცია
ინდივიდუალური, გუნდური
სახელმძღვანელო
6 წთ
6
ახალი მასალის ახსნა.
აქტივობის მიზანი: მოსწავლე ეცნობა ახალ მასალას და ამდიდრებს ცნობიერებას.
მეთოდის აღწერა: ახალ გაკვეთილს ვხსნი პრეზენტაციის საშუალებით, ბოლოს ვსვამ კითხვებს თუ რა გაიგეს და რამდენად აითვისეს ახალი მასალა.
ვერბალური კომუნიკაცია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო,თვალსაჩინოება, პრეზენტაცია.
8 წთ
7
აქტივობა
ელექტრონული ონლაინრესურსი.

აქტივობის მიზანი:  ჯგუფებში  ელექტრონული რესურსის საშუალებით დააკავშირონ  ორგანიზმების გარეგნულ ნიშან-თვისებებ საბინადრო გარემოსთან

მეთოდის აღწერა:მოსწავლეები ჯგუფურად  შეასრულებენ  ონლაინ  ტესტურ დავალებას- ,,დოღი“,  რითიც მინდა შევამოწმო ახალი და განვლილი მასალის კავშირის  გაგება-გააზრება, ვიზუალური აღქმისა და ათვისების უნარი.


ელექტრონული რესურსი ,,დოღი“
ჯგუფური

კომპიუტერი, პროექტორი, პროექტორის დაფა, ონლაინ რესურსი -

8 წთ
8
აქტივობა
თამაში ,,საზრიანთა კლუბი“
აქტივობის მიზანი: ახსნილი მასალის განმტკიცება, 
დროის ლიმიტის დაცვა,სწორი მიმართულების არჩევა, ლოგიკური მსჯელობა.
მეთოდის აღწერა: მოსწავლეებს ვურთავ დროს ვაჩვენებ
 კითხვებს:ფოტო,ტექსტი და ნახატის მიხედვით შეძლონ ლოგიკური
აზროვნება და სწრაფად უპასუხონ კითხვებს.

ვერბალური კომუნიკაცია
ჯგუფური
კომპიუტერი, დინამიკები, პრეზენტაცია, საათი, ფლიფჩარტი.
 წთ
9
აქტივობა
გასასვლელი ბილეთები.

მიზანი: ეს აქტივობა  უვითარებს ანალიზის და სინთეზის, გამთლიანების, თანმიმდევრობის,ლოგიკურ  და კრიტიკულ აზროვნებას

ვერბალური კომუნიკაცია
ინდივიდუალური
A 4 ფორმატის ფურცლებზე ამობეჭდილი გასასვლელი ბილეთები
4 წთ
10
საშინაო დავალება:
პრეზენტაციის მომზადება.
მიზანი: დავალების აღწერა:
ü  მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას;
ü  სწავლობს პრეზენტაციების მომზადებასა და  უყალიბდება აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარი.


ვერბალური
მთელი კლასი
სახელმძრვანელო,
2 წთ
11
შეფასება
განმავითარებელი,
განმსაზრვრელი.
ვერბალური
ინდივიდუალური, მთელი კლასი
შეფასების ინსტრუმენტები, შეფასების რუბრიკები.














გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
გაკვეთილია ბოლოს მოსწავლე  შეძლებს:
ü    ორგანიზმის გამაფრთხილებელი შეფერილობის მნიშვნელობის გაანალიზებას;
ü  შექმნის  და გამოიყენოს  მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციო მოდელებს;
ü   ელექტრონული რესურსის საშუალებით დააკავშირებს  ორგანიზმებს გარეგნულ ნიშან-თვისებებ საბინადრო გარემოსთან და დაასაბუთებს მათ მნიშვნელობა გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით.



შეფასება:
ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბრიკა:
პასუხი დააფიქსირეთ -X

კრიტერიუმები
კი
არა
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში



ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს



ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი



ვიზიარებდი ჯგუფელის აზრს



დაცული იყო დროის ლიმიტი




გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია.
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას

გაკვეთილზე გამოყენებული ბიბლიოგრაფიის შესახებ: youtube -ს გან ვიდეო-კამუფლაჟი მიმიკრიაზე
  literatura.ge,     shemetsneba.ge, ვიკიპედია.
 საქართველოს ფლორა და ფაუნა: http://www.geofauna.ge/index.html. ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი: http://ncp.ge/ge/home?1=1
ციფრული რესურსების პორტალი: http://www.ict.tpdc.ge/


ხელმოწერა:  ცირა კახაძე


თარიღი: 25.03.2019 წელი.

გუმბათის საჯარო სკოლა-ს ფოტო.
გუმბათის საჯარო სკოლა-ს ფოტო.
გუმბათის საჯარო სკოლა-ს ფოტო.
გუმბათის საჯარო სკოლა-ს ფოტო.
გუმბათის საჯარო სკოლა-ს ფოტო.
გუმბათის საჯარო სკოლა-ს ფოტო.


გთავაზობთ გაკვეთილის რეფლექსიას
                              გაკვეთილის რეფლექსია
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის  დაწყებითი კლასების მასწავლებელი  ცირა კახაძე.

2019 წლის 25  მარტს   ჩავატარე სამოდელო - ინოვაციური    გაკვეთილი მე -5   კლასში, ბუნების საგანში, თემაზე ,,გამაფრთხილებელი შეფერილობა.
გაკვეთილის მიზანი იყო:
·         მოსწავლე გაიგოს, ორგანიზმის გამაფხილებელი შეფერილობის მნიშვნელობა და გააანალიზოს;
·         შექმნას  და გამოიყენოს  მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციო მოდელები;
·         ელექტრონული რესურსის საშუალებით დააკავშიროს  ორგანიზმების გარეგნულ ნიშან-თვისებებ საბინადრო გარემოსთან და დაასაბუთს მათ მნიშვნელობა გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით.
1.გაკვეთილი თავიდანვე წარიმართა გეგმის მიხედვით.ვფიქრობ მოსწავლეებმა ზუსტად გავიდნენ გეგმით განსაზღვრულ შედეგებსა და მიზნებზე. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით რასაც ითვალისწინებს ესგ-ს სტანდარტები.
           
 აკვირდება და აღწერს  ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ.,  შეფერილობა,  საფარველი), რომლებიც ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებაში; • აკავშირებს ორგანიზმების გარეგნულ ნიშან-თვისებებს საბინადრო გარემოსთან და ასაბუთებს მათ მნიშვნელობას გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით. ამოიცნობს სხვადასხვა ცხოველის სხეულის ერთი და იმავე დანიშნულების ნაწილებს  და მსჯელობს მათ როლზე გარემოსთან შეგუების ან ცხოვრების ნირის თვალსაზრისით; • აღწერს ცხოველთა ქცევას  და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში; • ქმნის და იყენებს მოდელებს მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციოდ;


2. რაც შეეხება გაკვეთილზე გამოყენებულ სტრატეგიებს, აბსოლიტურად მიზანმიმართული იყო და შედეგიც თვალსაჩინო.
ა) კლასში ათი მოსწავლეა და ყველა მაქსიმალურად ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში.ისინი აქტიურად ასრულებდნენ ინდივიდუალურ თუ  ჯგუფურ სამუშაოებს.ჩემს მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა მათთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
ბ)მოსწავლეები ასრულებენ ონლაინრესურსის დახმარებით დავალებას გამაფრხილებელი შეფერილობის შესახებ, რაც ახალი და ინოვაციური იყო მათთვის, ფლიპჩარტებისა და მარკერების გამოყენებით ქმნიან გამაფრთხილებელი შეფერილობის სქემებს,   რაც   აისახა მათ პროდუქტიულ ინტერაქციაზე.
  3. მოსწავლეთა ნამუშევრებიდან იკვეთება ის, რომ მათ კარგად გაიგეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აკისრია გამაფრთხილებელ შეფერილობას ორგანიზმთა გადარჩენასა და გამრავლებისთვის.
გაკვეთილი მიმდინარეობდა აბსოლიტურად დინამიურად და ხალისიანად.მოსწავლეები აქტიურები იყვნენ მთელი გაკვეთილის განმავლობაში, მუშაობდნენ დამოუკიდებლად და თავი გაართვეს დავალებების შესრულებას,   იცავდნენ გაკვეთილზე მუშაობის წესებს. გაკვეთილი იყო დაგეგმილი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების მიხედვით, რაც აბსოლიტურად დაცული იყო.
გაკვეთილზე  მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და პრაქტიკული აქტივობის შესრულებისას მოსწავლეებს უვითარდებათ:  კრიტიკული აზროვნების, მეტაკოგნიციის, ლოგიკური მსჯელობის  უნარები, აქვე ბლუმის ტაქსონომიის ექვსივე დონე გააქტიურებულია და მოსწავლეები გადიან მაღალ სააზროვნო უნარებზე.
4. გაკვეთილის მიმდინარეობისას ზოგადად ვიყენებ მრავალფეროვან სტრატეგიებს, რაც მოსწავლეებში მაღლებს ჩართულობასა და მოტივაციას. რაც შეეხება გაკვეთილის დასაწყის, მოსწავლეები გამოვიწვიე შესასვლელი ბილეთებით,  სადაც ნათლათ ჩნდება მოსწავლეთა მოტივაცია, წინარე ცოდნა და მოლოდინები მიმდინარე გაკვეთილისა. მოსწავლეები ყველა ჩემს მიერ დაგეგმილ აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი .რა სტრატეგიაც მე ავირჩიე ვფიქრობ მოვახდინე  მათი ცოდნის კონსტრუირება.
 გაკვეთილის ახსნის შემდეგ ვითამაშეთ ინტელექტუალური თამაში- ,,საზრიანთა კლუბი“რითაც გავამყარე ახსნილი გაკვეთილის შინაარსი.  ამ თამაშით   მოსწავლეებში გავააქტიურე  ვიზუალური აღქმისა და დიდხანს დამახსოვრების უნარი. გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ჩემი დასახული მიზნის მისაღწევად.
5. რაც შეეხება ჩემს სამოქმედო გეგმას, გაკვეთილის მსვლელობის დროს  გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირდა. გაკვეთილის ბოლოსკენ გავიარეთ გასასვლელი ბილეთები და მივეცი დავალება- გაეკეთებინათ პრეზენტაცია შეფერილობების შესახებ ( მიმიკრია, გამაფრთხილებელი, მფარველობითი და ა. შ.).
 6. ამ გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარებისას მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მივცემდი ზუსტ რეკომენდაციებს გაკვეთილის მიმდინარეობის შესახებ.
რაც შეეხება საკლასო გარემოს ჩვენი სკოლის შესაბამისად კარგი გარემო სუფევდა კლასში, მერხები განლაგებული იყო ჯგუფურად. ჯგუფები დაბალანსებული იყვნენ სუსტი და ძლიერი მოსწავლეებით.
რაც შეეხება რესურსებს, გამოყენებული მქონდა: ელექტრონული Power pointi, word -ის პროგრამები,  ტექსტი, სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტ-რესურსი (ფლიფტჩარტები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, პროექტორის დაფა, ცარცი დაფა და სხვა) 
მოსწავლეთა შეფასებისა და თვითშეფასებისთვის, ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებისთვის  მქონდა შექმნილი რუბრიკები, რაც იყო გამჭვირვალე, სანდო,ვალიდური და ობიექტური. სისტემატიურად ვამოწმებდი და ვაკეთებდი უკუკავშირს   გაკვეთილის მიმდინარებისას..   
ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში არაფერს არ შევცვლიდი რადგან ზუსტად გეგმას მივყვებოდი და დაცული იყო დროის ლიმიტიც.
მომავალში გაკვეთილის დაგეგმვის და ჩატარების დროს  აუცილებლად გავითვალისწინებ მოსწავლეების, კოლეგებისა და საკუთარ უკუკავშირს.

 მე, როგორც მასწავლებელი მუდმივად ვცდილობ კლასში შევქმნა ისეთი გარემო, სადაც იქნება პატივისცემა,სხვისი აზრის დაფასება და  ურთიერთგაგება.  ჩემსა და მოსწავლეებს შორის იყო მუდმივი ეფექტური კომუნიკაცია მიმიკებითა და ჟესტიკულაციებით, რაც მეხმარებოდა კლასის უკეთ მართვაში. 
გაკვეთილმა მიზანს მიაღწია.

ცირა კახაძე
25.03.2018 წელი.




გთავაზობთ გაკვეთილზე გამოყენებულ პრეზენტაციას





3 комментария:

  1. ყოჩაღ ძალიან კარგია

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. წარმარტებები ცირა, კარგი გაკვეთილი იყო!

      Удалить
  2. წარმატებებიი ყოჩაღ გააგრძელე

    ОтветитьУдалить