მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მრავალმხრივი ინტელეტქის
გამოყენება სასწავლო პროცესში
,,
სწავლული წინაპრები აღნიშნავდნენ, რომ კაცობრიობის მომავალი დამოკიდებულია
მომავალი თაობის აღზრდაზე და რადგან მომავალი თაობის აღზრდა დაწყებითი კლასებიდან იწყება,
გადამწყვეტი სიტყვა პატარების აღმზრდელებს გვეკუთვნის. მოსწავლე ჩირაღდანია, რომელიც
უნდა აანთო, ჩირაღდანი რომ აანთო, თვით უნდა იწვოდე ვით ჩირაღდანი“. ---- მრავალი თაობის აღმზრდელი პედაგოგი გურიიდან თინათინ
სირაძე.
„ მასწავლებელი შუქი - სულისა“
სწავლა და აღზრდა ერთი
მთლიანი პედაგოგიური პროცესის ორი, ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მხარეა,
სწავლა იძლევა ცოდნას ობიექტური სინამდვილის მოვლენების შესახებ, აღზრდა კი აფორმებს
აყალიბებს პიროვნებას, უმუშავებს ინტერესებს, მისწრაფებებს, მოთხოვნილებებს, ნებისყოფას,
ხასიათს, გრძნობებს და ემოციებს. სწავლის პროცესში წამყვან როლს ასრულებს ინტელექტი,
ფსიქიკური შესაძლებლობები კი მას ეხმარებიან.
ინტელექტი არის ადრე შეძენილი
ცოდნისა და გამოცდილების ახალ სიტუაციებში გამოყენების უნარი. ინტელექტს გააჩნია ადაპტაციის უნარი: ინტელექტის
საშუალებით, ადამიანებს შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ახალ მოვლენებსა და სიტუაციებზე
და გადაჭრან სხვა პრობლემები.
გარდნერის თეორია მასწავლებლებს
– განსხვავებული გზებით სწავლების, მოსწავლეებს კი სწავლის პროცესის კორექტირების,
საკუთარი შესაძლებლობების გაგებისა და შეფასების საშუალებას აძლევს.
·
ლინგვისტურ-ენობრივი ინტელექტი – საუბრისას თუ წერისას
ენის ოსტატურად გამოყენების უნარი, კარგი ლექსიკური მარაგი;
·
ლოგიკურ-მათემატიკური
ინტელექტი – მათემატიკური ოპერაციებისა და კომპლექსური ლოგიკური აზროვნების გაძლიერებული
უნარები;
·
მუსიკალური
ინტელექტი – მუსიკის შესანიშნავად გაგებისა და შექმნის უნარი;
·
სივრცული ინტელექტი – სამყაროს ვიზუალურად ზუსტი აღქმის,
დანახულის გონებაში ან ქაღალდზე ასახვა-შეცვლის უნარი;
·
სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი – სხეულის მოქნილად
გამოყენების, სისწრაფისა და შეხების შეგრძნების უნარი;
·
ინტერპერსონალური
ინტელექტი – სხვების ხასიათების, სურვილების, მოტივაციების გაგებისა და ემპათიის უნარი;
·
ინტრაპერსონალური
ინტელექტი – თვითშემეცნების, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გარკვევის, თვითდისციპლინის
უნარი.
·
ნატურალისტული ინტელექტი - ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანს უყვარს ბუნება,
მცენარეები და ცხოველები
·
სულიერ–გონითი ინტელექტი - იტაცებთ ეგზისტენციალური საკითხები,
ცდილობენ პასუხი გასცენ ქვეყნად ყოფნის ფუნდამენტურ შეკითხვებს
·
პრაქტიკული ინტელექტი - გონიერების ის ნაირსახეობაა, როცა ცოცხალი არსება პირველადი მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად ამა თუ იმ ამოცანას წყვეტს თვითონ მოქმედების პროცესში. ასეთი ადამიანი თეორიულ მსჯელობას ამჯობინებს აკეთოს
და იმოქმედოს.
აუცილებელია, რომ სწავლების
პროცესში ჩავრთოთ მოსწავლეების წარმოსახვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით
კლასებში, როდესაც ბავშვების წარმოსახვა ყველაზე ძლიერია.
ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის
განმავლობაში ვაკვირდები და გამომაქვს დასკვნები, რომ დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია გარდნერის ყველა ინტელექტის გამოყენება სასწავლო პროცესში. მოსწავლეები ავლენენ
სხვადასხვა მიმართულებებს, რაც ხელს უწყობს ათვისებასა და უნარების განვითარებას. განსაკუთრებით
გამოვარჩევ:სივრცულ, ინტრაპერსონალურსა და პრაქტიკულ ინტელექტებს.ამ ასაკში განსაკუთრებით მოსწონთ და უყვართ ფერები, სურათები, გრაფიკული ნახატები…
ვიზუალური აღქმა განსაკუთრებითაა
წინა პლანზე წამოწეული, რაც ხელს უწყობს უკეთ სწავლასა და დამახსოვრებაში.
სწორედ ამ ინტელექტების
გამოყენებით ჩავატარე მეოთხე კლასში პროექტები:
,,ფურცელზე გაცოცხლებული პერსონაჟები" და ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები", რომლის მიზანი
იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი, ფანტაზიისა და ვიზუალური აღქმა - დამახსოვრების უნარების
განვითარება.
,,ფურცელზე გაცოცხლებული
პერსონაჟები"- ამ პროექტის ფარგლებში,
ჩემი მიზანი იყო, შესწავლილი ნაწარმოებებიდან
ამოერჩიათ ეპიზოდები და დაეხატათ მათი წარმოსახვისა და წარმოდგენის მიხედვით, შემდეგ
გაეკეთებინათ თავიანთი ნახატების პრეზენტაცია და ემსჯელათ ამა თუ იმ მომენტზე. ამით მათ უვითარდებათ არა მარტო ფანტაზიის უნარი,
არამედ ლოგიკური აზროვნებისა და აუდიტორიის
წინაშე წარდგენის უნარი.
ზემოთ აღნიშნული პროექტი
წარმატებით განხორციელდა. მოსწავლეები სიხარულითა და დიდი აქტივობით ერთვებოდნენ
პროცესში. თვითონ თანხმდებოდნენ იმაში, თუ ვინ რა ეპიზოდს გააცოცხლებდა და აამეტყველებდა
ფურცელზე, აკრავდნენ დაფაზე ნახატებს და აკეთებდნენ პრეზენტაციას. ბოლოს კეთდებოდა
ურთიერთ შეფასება და თვითშეფასება. ყველას მოსწონდა თანაკლასელის ნახატი და თითოეულ
ნახატში, შეეძლოთ აღმოეჩინათ განსაკუთრებული
და დადებითი შტრიხი.
ჩემი მიზანი სრულიად გაამართლა
ამ პროექტმა.ეს იყო გრძელვადიანი პროექტი. წარმატებით მიმდიანარეობდა მთელი წლის განმავლობაში. სასწავლო წლის ბოლოს გავაკეთეთ
გამოფენა. გამოფენაზე მოვიწვიეთ მშობლები და მასწავლებლები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.ბავშვები
აღტაცებით უხსნიდნენ და პასუხობდნენ დამსწრე
საზოგადოებას, ამა თუ იმ ნახატზე გაჩენილ კითხვებს. გამოფენამ საინტერესოდ ჩაიარა.
აქედან გამომდინარე დავგეგმე
ახალი პროექტი ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები“. ეს პროექტი უფრო მცირე ვადაში გაკეთდა.
ჩვენ ვსწავლობდით ბუნების საგანში გეოგრაფიულ
აღმოჩენებს და თან ვსახავდით გეგმებს, აღნიშნული თემის ირგვლივ დასკვნით ნაწილში რა
ჩაგვეტარებინა.
ამ აქტივობის მიზანი იყო ისევ და ისევ ჰოვარდ გარდნერის ინტელექტის
გამოყენება სასწავლო პროცესში. პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას მოსწავლეებს უვითარდებათ აღქმის, ფანტაზიის, დამახსოვრების, ლოგიკური
აზროვნების უნარი.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებს კიდევ ერთხელ
გაემეორებინათ შესწავლილი მასალა და პრაქტიკულად ეჩვენებინათ ეს ყველაფერი. მაგალითად:
გავაკეთეთ ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობის გემები: ,,სანტა-მარია“, ,,პინტა“ და ,,ნინია“.დავამზადეთ
იმ დროინდელი იარაღები , როგორც მათ წარმოედგინათ,
დავამზადეთ ნიღბები: საბრძოლო თუ მეკობრეებისთვის
დამახასიათებელი, ავაწყვეთ პაზლები.
ეს დღე დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან მოსწავლეები
დიდი გულისყურითა და სიხარულით აკეთებდნენ ყველაფერს. გავმართეთ დისკუსია, გავაკეთეთ
ინსცენირებები: ზღვაში გასვლის, მეკობრეებთან
შეხვედრის და ასე შემდეგ. კლასი გაიყო სამ
ჯგუფად და ააწყვეს პაზლები.
ეს პროექტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ
სასწავლო პროცესში აუცილებელია ჩავრთოთ თამაშით სწავლება, რადგან დაწყებით საფეხურზე
მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი აქტივობები და არა ლექციური.
აღნიშნული აქტივობები
კიდევ ერთხელ ეფექტურს ხდის მოსწავლის სწვლასა
და განვითარებას და ხელს უწყობს მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლას.
მოსწავლეებში სწავლის უნარის განვითარება მასწავლებლის
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ და აუცილებელია
იცოდეს, როგორ შეუწყოს ხელი საკუთარ სწავლას, განვითარებას და მიაღწიოს უფრო მაღალ
შედეგს.
Комментариев нет:
Отправить комментарий