,,დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენები".
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი
|
ცირა კახაძე
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
წალკა.სოფელი გუმბათი
|
||
სკოლა
|
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის
სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა
|
||
პროექტის მონახაზი
|
|||
პროექტის დასახელება
|
|||
,,დიდი
გეოგრაფიული აღმოჩენები".
|
|||
პროექტის შინაარსი
|
|||
დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენების შესწავლისას ვრცელი ინფორმაციის მოპოვება, პროექტის ფარგლებში
დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელება.
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
ბუნებისმეტყველება/ მე-4 კლასი
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
დაწყებითი/ მე-4
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
ერთი 4 კვირა
|
|||
პროექტის საფუძვლები
|
|||
საგნობრივი სტანდარტები
|
|||
ბუნ.IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის
ფორმაზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს დედამიწის სხვადასხვა
გამოსახულებას, კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს და საუბრობს დედამიწის ფორმაზე;
• ადარებს სხვადასხვა ხალხის
ადრინდელ წარმოდგენებს დედამიწის ფორმის შესახებ;
• აგროვებს და აანალიზებს
ინფორმაციას მოგზაურებზე, მსჯელობს ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის
შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
• დაიტანს კონტურულ რუკაზე გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტებს.
|
|||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||
პროექტის ბოლოს მისაღწევი მიზნები და
შედეგები:
ü აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას მოგზაურებზე,
ü იმსჯელებს ამ მოგზაურების
წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
ü დაიტანს კონტურულ რუკაზე
გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტებს.
|
|||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|||
ზოგადი კითხვა
|
1.
რა ინფორმაცია გაქვთ დედამიწის აგებულების შესახებ?
|
||
თემატური კითხვები
|
1.გსმენიათ, თუ არა გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ
რაიმე?
2. შეგიძლიათ
დაასახელოთ ვინმე, ვისაც წვლილი მიუძღვის გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ?
|
||
შინაარსობრივი
კითხვები
|
1.როგორ
მიგაჩნიათ, გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა დატოვა,
თუ არა კვალი კაცობრიობის ისტორიაში?
2. საით მიდიოდა
ქრისტეფორე კოლუმბი და სად აღმოჩნდა ის?
3. ვის სახელს
ატარებს დღეს ამერიკა?
|
||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
კითხვები
განმავითარებელი შეფასება
|
შეფასების რუბრიკა განმავითარებელი
შეფასებისთვის
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
პრეზენტაციის
მომზადება, ხელს უწყობს მოსწავლეებსი მეტაკოგნიციის უნარების განვითარებას.
განმავითარებელი
შეფასება
მოსწავლეებს ეძლევათ
დავალება თავად მოამზადონ პრეზენტაციები. გააკეთონ თვითშეფასება და
ურთიერთშეფასება.
ისინი აფასებენ
საკუთარ თავს, ჩემს მიერ შექმნილი
რესურსით, რაც ახარებთ მათ ძალიან.
|
მოსწავლეთა წახალისებისთვის ვქმნი შეფასების
რესურსებს, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ თვითონ აირჩიო შეფასება
რაზეც, თვითონ გავიდნენ.
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
პროექტის ბოლოს
ტესტების საშუალებით ვამოწმებ რამდენად აითვისეს მასალა.
დისკუსიის საშუალებით
ვადგენ მათ ლოგიკურ აზროვნებასა და მაღალ სააზროვნო უნარებს.
ფაზლების საძუალებით
დავადგინე მათი ლოგიკური აზროვნება.
|
ტესტები, დისკუსია,
შეფასების რუბრიკა-რესურსი , ფაზლის აწყობა
|
|
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||
პროექტის
მიმდინარეობისას აქტიურად ვიყენებ სხვადასხვა შეფასების მეთოდებსა და
ინსტრუმენტებს, რომლებსაც კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას სასწავლო ციკლის
სხვადასხვა ეტაპზე საჭიროებების
განსაზღვრისთვის მჭირდება. მაგ: პრეზენტაციას, ჩეკლისტებს, თვითშეფასებისთვის
შექმნილ რესურსებს, დისკუსიას, განმავითარებელ შეფასებას, გრაფიკულ რუბრიკებს.
რაც მეხმარება დასახული მიზნების,
პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნებისა და
პროცესების შეფასების ანალიზისთვის.
|
|||
სხვა საკითხები
|
|||
წინარეცოდნა
|
|||
მოსწავლემ უნდა
იცოდეს დედამიწის აგებულების, კონტინენტებისა და ოკეანეების შესახებ. ფლობდეს
რუკასთან მუშაობის ტექნიკას. აღწერეთ ის აუცილებელი კომპეტენციები და
ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ პროექტის განხორციელებამდე
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
პროექტი გათვლილია
ერთ თვეზე. ამ თავის შესწავლისას
მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციებს, შექმნიან კონტურულ რუკებს.
პროექტით სწავლების პროცესში,მოსწავლეებმა:
მოამზადეს
პრეზენტაცია - ,,ქრიტეფორეს მოგზაურობა“,
,,ქრისტეფორე კოლუმბის გემები“;
გავაკეთეთ დისკუსია
ამერიგო ვესპუჩის, ვასკოდაგამასა და ფერნანდო მაგელანის მოგზაურობებზე;
შევქმენით კონტურული
რუკები, სადაც დავიტანეთ თითოეული მოგზაურის
განვლილი მარშრუტი.
ვუყურეთ და
განვიხილეთ ვიდეოებს დიდი გეოგრაფიული აღმოცენების შესახებ.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გაემეორებინათ
შესწავლილი მასალა და პრაქტიკულად ეჩვენებინათ ეს ყველაფერი. მაგალითად:
გავაკეთეთ ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობის გემები მუყაოს ქაღალდისგან:
,,სანტა-მარია“, ,,პინტა“ და ,,ნინია“.დავამზადეთ იმ დროინდელი იარაღები ,
როგორც მათ წარმოედგინათ,
დავამზადეთ ნიღბები: საბრძოლო თუ
მეკობრეებისთვის დამახასიათებელი, ავაწყვეთ პაზლები.
|
|||
დიფერენცირებული სწავლება
|
|||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
სსმ მოსწავლე კლასში
არ მყავდა, თუმცა არსებობის შემთხვევაში შევქნიდი ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას
რაც მასზე იქნებოდა მორგებული. მივცემდი ჯგუფური მუშაობისას ისეთ დავალებას, რაც
მის ძალებს არ აღემატებოდა, მივცემ უფრო მეტ დროს სამუშაოს შესასრულებლად.
|
||
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
ასეთის შემთხვევაში
გამოვიყენებ ინტერნეტ-სათარგმნ მოწყობილობას, ლექსიკონს და დავუმუშავებ მასალას,
რაც მოსწავლეებისთვის მოსახერხებელი და მისაღები იქნება.
|
||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
ასეთ მოსწავლეებს
მივცემ ისეთ დავალებებს, როგორიცაა
მაგალითად: ფასილიტატორის როლი, დახმარება გაუწიოს თანაკლასელებს, მისცეს
რეკომენდაციები...
|
||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო
რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
|
|
ბეჭდური მასალები
|
მეოთხე კლასის ბუნებისმეტყველების
მოსწავლის სახელმძღვანელო, მასწავლებლის წიგნი.
|
||
ინვენტარი/მასალები
|
დაფა ცარცი, თაბახის ფურცლები, ფლიფჩარტი, მარკერი, კომპიუტერი,
პროექტორი, მუყაოს ქაღალდი, ხის მასალა იარაღებისთვის.
|
||
ინტერნეტრესურსები
|
wikipedia.org/wiki/დიდი_გეოგრაფიული_აღმოჩენები
|
||
სხვა რესურსები
|
მეოთხე კლასის 11
მოსწავლე, სკოლის პედაგოები, დირექტორი, სასწავლო ნაწილი.
|
პროექტის რეფლექსია
სწავლა და აღზრდა
ერთი მთლიანი პედაგოგიური პროცესის ორი, ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად
განსხვავებული მხარეა, სწავლა იძლევა ცოდნას ობიექტური სინამდვილის მოვლენების
შესახებ, აღზრდა კი აფორმებს აყალიბებს პიროვნებას, უმუშავებს ინტერესებს,
მისწრაფებებს, მოთხოვნილებებს, ნებისყოფას, ხასიათს, გრძნობებს და ემოციებს.
პროექტი
განვახორციელე მეოთხე კლასში ბუნებისმეტყველების საგანში.
პროექტი დავგეგმე, ქვეთავის- დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენების ირვლივ.
პროეტი მოკლევადიანი იყო და იგი მიმდინარეობდა 4 კვირის განმავლობაში.
ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებს პროექტის
ბოლოს, მიეღწიათ შემდეგ შედეგებამდე:
ü შეაგროვებს
და გაანალიზებს ინფორმაციას მოგზაურებზე,
ü იმსჯელებს ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის
შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
ü დაიტანს
კონტურულ რუკაზე გამოჩენილი მოგზაურების
მარშრუტებს.
ჩემს მიერ დასახულმა მიზანმა შედეგამდე მიმიყვანა. მოსწავლეებმა უკვე იციან
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ ძალიან კარგად, აქვთ უნარი, იმსჯელონ მის ირგვლივ
და გამოიტანონ დასკვნები.
ჩემს მიერ დაგეგმილი ყველა ინტერვენცია განვითარდა გეგმის მიხედვით, თუმცა
მცირე მოდიფიცირება მაინც მოგვიწია. მაგ: დრო, რესურსი.რაც აღმოჩნდა ხელისშემშლელი
ეს იყო ინტერნეტი, თუმცა ბოლოს მინც მოვაგვარეთ და განვახორციელეთ ყველა აქტივობა.
ყველაზე წარმატებული, პროექტის ბოლო ფაზა აღმოჩნდა.მოსწავლეებმა დაამზადეს
იმ დროინდელი საბრძოლო იარაღები, მუყაოსა და ხისგან, დაამზადეს მუყაოსგან გემები, მოირგეს
მეკობრეების ნიღბები, ააწყვე სფაზლები, რაც ერთობ საინტერესო მომენტი იყო. საინტერესო
იყო ვიდეოს განხილვა, მის ირგვლივ გამართული დისკუსიები.
პროექტის მონაწილეებისთვის, აღნიშნული პროექტი, შემეცნებითი და სწავლების
მაღალ საფეხურზე გასვლისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. მათ ვიზუალური აღქმა დაეხმარა
უკეთ და დიდხანს დამახსოვრებაში.
პროექტის ფარგლებში შემოვიტანდი უფრო მეტ პრაქტიკულ სამუშაოს, რაც მოსწავლეთა
ინტერაქციაზე აისახება.
პროექტის განხორციელებისას მოხდა გეგმის მოდიფიცირება. დავამატეთ აქტივობები,
რაც მოსწავლეთა ინტერესებიდან იყო გამომდინარე, თავიანთ სურვილს მოვარგე, რაც უფრო
მეტად მიმზიდველი აღმოჩნდა ჩემთვისაც.
მომავალში, მსგავსი პროექტების განხორციელებისას აუცილებლად გავითვალისწინებ
მოსწავლეთა და კოლეგების უკუკავშირს, პროექტის გეგმაში უფრო მეტ პრაქტიკულ სამუშაოებს
ჩავდებ, რაც იმიტირებული იქნება თემასთან შესაბამისობაში.
პროექტის ხელმძღვანელი:
ცირა კახაძე
2018წელი.
|